ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

2019-11-28 13:10:16

თურქეთში, მუღლაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს მოქალაქე, 37 წლის, მაია მოძმანაშვილი გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და თურქეთის პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

RUSTAVI