ბიუჯეტის პრიორიტეტები და გამოწვევები [photo]

2019-11-21 19:25:15

რუსთავის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით შემოსულობები 46 306 400 ლარით განისაზღვრა - ამის შესახებ, რუსთავის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე გახდა ცნობილი.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული შემოსულობები და სავარაუდო ნაშთი, გადასახდელების ნაწილში დაიგეგმა პრიორიტეტების შესაბამისად და სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა.

"ეს არის პირველადი ვარიანტი და საბოლოო ვერსია, დეკემბრის შუა რიცხვებამდე, აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. პრიორიტეტებში პირველ რიგში რა თქმა უნდა განისაზღვრა განათლება, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ასევე სოციალური და ჯანდაცვის პროექტები. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 2020 წელს განხორციელდება არის ახალი, ასევე სოციალური პროექტებია გაზრდილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა.

შეხვედრას ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.