„გვახრჩობს ქარხნების გამონაბოლქვი“

2019-11-14 20:33:57

რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები, რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს 15 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გააპროტესტებენ. აქცია სახელწოდებით „გვახრჩობს ქარხნების გამონაბოლქვი“ 13:00 საათზე დაიწყება და  16:00-მდე გაგრძელდება.

სოციალური პროექტის "გავიგუდეთ" აქტივისტებმა ქალაქში მოქმედ საწარმოებს საწარმოო პროცესში არსებული დარღვევების გამოსასწორებლად 5 დღიანი ვადა მისცეს. თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, პრობლემის მოგვარების მიზნით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

„გავიგუდეთ“ფეისბუქზე ვკითხულობთ:

"საწარმოებზე მიცემული ხუთ დღიანი ვადა უპასუხოდ დასრულდა. თუმცა ამ დუმილმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწყვია, რამაც უფრო დიდი საპროტესტო მუხტი წარმოშვა.

მათთვის ვისთვისაც ჯერ კიდევ საგანაგაშო არაა დაბინძურებული ჰაერი პირველ რიგში air.gov.ge_ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციას გაეცნოს სადაც გარკვევით წერია იმ ფატალურ შედეგებზე, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო მშვიდი უმოქმედობით იუწყება.

დიახ! ჩვენც მძიმედ განვიცდით იმ ხალხის ბედს, რომელიც წამებისთვის მხოლოდ იმის გამოა განწირული, რომ საზოგადოების წევრთა აზრები არ ემთხევა ოფიციალურ კრიტერიუმებს.

დღემდე 120 000 კაცს ფარულად ებრძვის ქარხანა-საწარმოები და ის ვერაგი დაავადებები, რომლის გამომწვევი მიზეზებიც მათი დაბინძურებული გამონაბოქლვიდან მოდის. კიბო, ლეიკემია, გულ-სისხძართვთა დაავადებები, ნაადრევი სიკვდილი, ასთმა და ა.შ. ჩვენ არ ვერბრძოდით მათ! ჩვენ ვიცავდით თავს! თუმცა ახლა ნამდვილ ბრძოლას ვუცხადებთ!

ჩვენ პარასკევს 13:00-საათზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო_სთან გავაპროტესტებთ მათ მუშაობს! მათ გულგრილობას! მათ უცოდინრობას! ხელშეწყობას მკვლელი მეწარმეებისთვის, მათ უპასუხსიმგებლობას, მათ უუნარობას, კონსტიტუციის 29_ე მუხლის არ ცნობას. ასოცირების ხელშეკრულების იგნორს და სხვა მრავალ მნიშვნელოვან დეტალს.

ქ. რუსთავი, ქვემო ქართლი, საფოსტო ინდექსი: 3700
მოსახლეობა > 120 000 ადამიანი. http://air.gov.ge/_ის მონაცემებით ამ მომენტისთვის ჰაერის დაბინძურება არის ნორმაზე 5 ჯერ მეტი! რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფულია. აქ ცხოვრება დაუშვებელი, სახიფათო და ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი.

მოგიწოდებთ შესაბამის ორგანოებს! დაუყონებლივ დაიწყოთ სამუშაოები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით!
მოგმართავთ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტი Ombudsman შრომის ინსპექცია / Georgian Labour Inspection დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რუსთავის მერია / Rustavi City Hall რუსთავის საკრებულო / Rustavi Municipality City Council პაატა მხეიძე რუსთავის მაჟორიტარი / Paata Mkheidze გიორგი ბეგაძე / Giorgi Begadze

ქვემო ქართლის მხარე ბატონო გუბერნატორო, ჩვენ გვესმის თქვენი მდუმარების, თუმცა ამ საქმეში თავს თუ ვერ დაინახავთ და დარწმუნებული არ იქნებით რომ 120 000 ადამიანის დახმარებას შეძლებთ, გთხოვთ რომ ისევ მდუმარებაში გააგრძელოთ ყოფნა.

ჩვენ გვეუნბნებიან, რომ სახელმწიფო ორგანეობს არ აქვთ ბერკეტი ებრძოლონ კანონდარღვევას, იმ კანონდარღვევას, რომელიც საწარმოებიდან მოდის, ჩვენ გვეუნებიან რომ ის ვერ აღსრულდება რადგან ძირმომპალია, ჩვენ გვეუბნებიან რომ კონსტიტუცია ის დოკუმენტია რომელსაც არ შეუძლია ჩვენი დაცვა, ჩვენ გვეუბნებიან რომ ამ საკთხთან დაკავშირებით იმსჯელებენ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ფული უფრო ძვირფასია ვიდრე ჩვენი სიცოცხლე, ჩვენ არ გვებუნებიან რომ ვკდებით! და ჩვენ ამას გვიმალავენ! ჩვენ სიმართლეს არ გვებუენბიან!

#გაბედე და შენს შვილს უთხარი სიმართლე! შეძლებ ამის გაკეთებას? შეძლებ მის კითხვას უპასუხო წლების მერე, როცა გკითხავს თუ რას აკეთებდი? შეძლებ? გაბედავ? ეტყვი სიმართლეს? უთხარი დედას, მამას, ძმას, შენ დას უთხარი სიმართლე! უთხარი რომ საფრთხის ქვეშ ხართ! უთხარი შენს მეგობრებს, მეზობლებს, ყველას უთხარი. შენ შეგიძლია ეს ყველაფერი დამალო მხოლოდ იმის გამო, რომ აქციაზე არ მოხვიდე? უბრალოდ დაგეზარა? არ დაიჯერე? შენ არ გეხება? შეძლებ ამის გაკეთებას? შეძლებ კომფორტ ზონიდან გამოსვლას? შეძლებ ახლა შენს გვერდზე მყოფს უთხრა სიმართლე?

შენ შეგიძლია შენი რეალობა შეცვალო, რადგან შენ ხარ ძალა, შენ ხარ სიცოცხლე, შენ ხარ ემოცია, შენ ხარ სიმართლე, შენ ხარ ცენტრი, შენ ხარ თაობა, შენ ხარ ადამიანი. და ჩვენ ერთად ამას შევცვლით!"- წერია განცხადებაში.

15 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილი აქცია „გავიგუდეთ“ აქტივისტების ორგანიზებით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სოციალური პროექტის „გავიგუდეთ“ აქტივისტების ორგანიზებით, 3 ნოემბერს, რუსთავის მერიის წინ საპროტესტო აქცია „ტექნოგენური თაობის დასასრული“ გაიმართა, სადაც რუსთაველებმა ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემები გააპროტესტეს.