2 გარდაცვლილი და 6 დაშავებული [video]

2019-11-10 20:19:32

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე მოხდა. [ვიდეო/video]

ერთმანეთს "ნისანისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ადგილზე გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი და 51 წლის ქალი.

დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 2 "კლინიკა რუსთავში", ხოლო 4 ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების 7, სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 და საპატრულო პოლიიციის 6 ეკიპაჟი.