ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე [ვიდეო/video]
ერთმანეთს "ფოლცვაგენისა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით შეჯახების შედეგად "ფოლცვაგენის" მარკის ავტომობილში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა.
ავტომობილებიდან მძღოლებმა დროულად მოასწრეს გადმოსვლა, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. პაციენტები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინოი დახმარების ეკიპაჟები.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახდინეს.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს".