მასშტაბური პროექტი მარნეულში

2019-10-22 16:56:14

სასმელი წყლით მარნეულის კიდევ ერთი სოფელი მომარაგდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, სოფელში მოეწყო რეზერვუარი და  შიდა ქსელები.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სოფლის მაცხოვრებლებს სახლში წყალი არასდროს ქონიათ, არსებული მდგომარეობით კი 200-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ხარისხიანი სასმელი წყლით, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 668 954 ლარი გამოიყო.

დასრულებული პროექტი  ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილზე მოინახულეს.  მერი ულაშლოელებს ოჯახებში ესტუმრა და სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება პირადად მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, მოსახლეობის წყალმომარაგება წარმოადგენს, რისთვისაც მიმდიანარე წელს, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, აღნიშნული მიმართულებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.