რუსთავში ნავთობს ეძებენ

2019-10-19 00:30:00

იაღლუჯის ფერდობზე ნავთობ საძიებო სამუშაოებო მიმდინარეობს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამ დღეში მოხდება მიწის ქვედა ფენის შესწავლა, იმისათვის, რომ ბურღილი დაიდგას.

აღნიშნულ სეისმოლოგიურ სამუშაოებს "Block operating company" ასრულებს.

"აქ არის ძველი ჭაბურღილები, კომუნისტების დროიდან დამუშავებული, რომელიც გაჩერებული იყო და მოპოვება არ ჰქონდა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ გავბურღოთ ეს ჭაბურღილები ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად არის გაბურღული, ჩვენ გავდივართ ჰორიზონტის გვერდზე და ვიწყებთ ძიებას. მეორე ჭაბურღილს ვბურღავთ და გეგმაში კიდევ 2 არის და ამ კვლევების შემდეგ თუ დადგინდა პროდუქტიული ფენა გაიბურღება ახალი ჭაბურღილი" , - განაცვხადა შემსრულებელი კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი მოწონელიძემ