იტალიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

2019-10-01 11:03:45

იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, 1995 და 1997 წლებში დაბადებულმა ორმა ქართველმა ქალაქ ტრიესტეში 21-დან 26 ივლისამდე სხვადასხვა სახლი გაქურდეს, საიდანაც საერთო ჯამში 133 000 ევროს ღირებულების ნივთი მოიპარეს.

ერთ-ერთი ბრალდებული იტალიის პოლიციამ საზღვრის გადაკვეთისას რომის აეროპორტში, მეორე კი რომის ერთ-ერთ უბანში დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სახლების გაქურდვაში ბრალდებული მესამე პირი კვლავ იძებნება.

RUSTAVI