რუსთავში შავი ფიჭვის შეწამლვის სამუშაოები დაიწყო

2019-09-19 11:58:21

რუსთავში შავი ფიჭვის შეწამლვის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები ქალაქის მასშტაბით, როგორც ცენტრალურ გზებზე, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებში ხორციელდება.

წიწვოვანი ნარგავები სოკოს დაავადების საწინააღმდეგო, ბიოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატით მუშავდება.

სამუშაოებს ერთობლივად ახორციელებენ "რუსთავსერვის ცენტრი" და სურსათის ეროვნული სააგენტო.