იტალიაში ქართველი დააკავეს

2019-09-18 12:02:22

იტალიის პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ბოლონიაში, მარკონის აეროპორტში, მას შემდეგ აიყვანეს, რაც მესაზღვრეებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს. 

მამაკაცზე ძებნა რუსეთის ფედერაციამ 2015 წლის აგვისტოში გამოაცხადა, სადაც მას 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. სასამართლო მისი რუსეთში ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს.