რუსთავში 18 წლის გოგო გარდაიცვალა [video]

2019-09-18 03:37:09

რუსთავში, ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ახალგაზრდა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა.

გეგმიური ოპერაციის დაწყებამდე გოგონას ოპერაციისთვის მოსამზადებელი შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა რა დროსაც მას გული გაუჩერდა.

დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ რომ, სიკვდილი სავარაუდოდ ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია.

გარდაცვლილის შეყვარებული "ინფო რუსთავთან" ყვება რომ გოგონას ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემები არ ჰქონდა.