მიწისძვრა - 6 ბიძგი 70 წუთში

2019-09-10 23:00:50

დღეს საქართველოში მიწისძვრის პირველი ბიძგი 20:22 საათზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.2 მაგნიტუდა იყო. მეორე ბიძგი, მალევე 2 წუთში იყო და მისი სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდას შეადგენდა. 36 წუთის შემდეგ იყო მესამე ბიძგი და სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა. ამის შემდეგგ დაახლოებით ნახევარ საათში იგივე სიმძლავრის მიწისძვრის ბიძგი 3-ჯერ განმეორდა.

შეგახსენებთ რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში დაფიქსირდა.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ნახეთ დრო და სიმძლავრე

20:22:44    5.2    მაგნიტუდა
20:24:38    4.3    მაგნიტუდა
21:00:15    3.6    მაგნიტუდა
21:13:52    3.7    მაგნიტუდა
21:16:34    3.7    მაგნიტუდა
21:29:38    3.4    მაგნიტუდა