საიდან მოდის უსიამოვნო სუნი რუსთავში

2019-08-24 12:02:41

რუსთავში რამდენიმე თქვეა უსიამოვნო სუნი დგას.

არასასიამოვნო სუნი ქალაქის რამდენიმე მიკრორაიონის მცხოვრებლებს განსაკუთრებით ღამის საათებში აწუხებთ. ადგილობრივებმა დახმარებისთვის შესაბამის სამსახურს მიმართეს თუმცა უშედეგოდ. ამჯერად რუსთაველები პრობლემების მოგვარების მიზნით ინფო რუსთავს დაუკავშირდა.

უსიამოვნო სუნის გავრცელების კერებთან დაკავშირებით ადგილობრივებს სხვადასხვა ვერსია აქვთ. ერთ-ერთი ვერსიით ის სოკოს ქარხნიდან მოდის.

ფაქტის გადასამოწმებლად ინფო რუსთავის გადამღები ჯგუფი სოკოს ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სავარაუდოდ ქარხანა საღამოს საათებში გარკვეული პროცედურების ჩატარებას იწყებს და სწორედ აქედან გამოდის უსიამოვნო სუნი რომელიც ქალაქის ნაწილს ედება.

როგორც ინფო რუსთავს სპეციალისტებმა განუცხადეს, საწარმო კომპოსტირების შედეგად მიღებულ მასას, ნიადაგის განაყოფიერების მიზნით იყენებს და უსიამოვნო სუნი ამიტომ დგება.

ადმინისტრაციაში ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.