რუსთავში ჰაერის დაბინძურების ხარისხი გაიზარდა

2019-08-21 22:26:12

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. ასევე თბილისში "ილიას ბაღში" პერიოდულად ფიქსირდებოდა ოზონის მომატებული მნიშვნელობები 13 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში 1.6-ჯერ, 14 აგვისტოს ქუთაისში - 1.5-ჯერ, რუსთავში - 1.6-ჯერ, ხოლო თბილისში "ილიას ბაღში" უმნიშვნელოდ; 15 აგვისტოს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, "ილიას ბაღში" – 1.2-ჯერ, რუსთავში - 2-ჯერ, ხოლო ქუთაისში - 1.7-ჯერ; 16 აგვისტოს თბილისში "ილიას ბაღში"- 1.3-ჯერ, რუსთავში - 1.8-ჯერ, ქუთაისში - 1.2-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ; 17 აგვისტოს რუსთავში-1.9-ჯერ, "ილიას ბაღში"-1.2-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე და ვარკეთილში უმნიშვნელოდ; 18 აგვისტოს მხოლოდ რუსთავში- 1.2-ჯერ; 19 აგვისტოს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.1-ჯერ, "ილიას ბაღში" – 1.5-ჯერ, რუსთავში-1.9-ჯერ, ხოლო თბილისში ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში უმნიშვნელოდ.

16, 17 და 19 აგვისტოს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება გამოწვეული იყო სინოპტიკური პროცესით - საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელებით.