"აწი ხვეწნას არ ვაპირებ"

2019-08-21 15:10:04

ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის თანამშრომლებს მიმართავს და ფეისბუქზე წერს:

"მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2-ზე უკეთესი, კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2-ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ.

აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ.

მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება.

ps ბოლო ოთხის სიტყვა მთავარი არხის სლოგანია

pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that".