რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს

2019-08-20 18:44:50

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2019 წლის 20 აგვისტოს, რუსთავის მუნიციპალიტეტის "საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის" სხდომა ჩატარდა.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ "რუსთავქალაქობის" ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე წარსადგენად, განაცხადების მიღება დღეს, 20 აგვისტოს დაიწყოს და 6 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდეს.

განცხადებაზე დართული უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, რომელშიც ნათლად უნდა წარმოჩინდეს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის, ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა (რუსთავის საკრებულოს 2016 წლის 13 სექტემბრის #162-ე დადგენილება);

ბ) საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი პირის ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) წარდგენილი კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდების წარდგენის დღემდე  უცნობი დოკუმენტები ან სხვა სახის მასალები;

დ) კანდიდატის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

განცხადებას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.