ვაჟა-ფშაველას სახელობის სკოლა რუსთავში

2019-08-20 20:39:33

ქალაქ რუსთავის #23 საჯარო სკოლას ვაჟა-ფშაველას სახელი მიენიჭება. ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც კომისიის წევრებმა აღნიშნეს, საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ვაჟა-ფშაველას სახელის მინჭების თხოვნით ადგილორივ თვითმმართველობას სკოლის დირექტორმა მიმართა.

სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი, დეპუტატების გადაწყვეტილებით, შემდგომი მსჯელობისთვის ბიუროს სხდომას გადაეგზავნა.