19-20 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ტემპერატურულ რეჟიმს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სამხეთ-დასავლეთიდან სითბოს ინტენსიური გადმოტანა განსაზღვრავს.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +33, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 19 აგვისტო +36°C, 20 აგვისტო +37°C, 21 აგვისტო +37°C, 22 აგვისტო +37°C.