შეხვედრა მოსახლეობასთან მარნეულში

2019-08-18 15:03:01

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან, ლია გიგაურთან და საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძესთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

წითელსოფლის, წერეთლის, თამარისისა და ყიზილაჯლოს მცხოვრებლებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილზე არსებული საჭიროებები გააცნეს, დაისახა სოფლების, კიდევ უფრო მეტად, განვითარებისთვის ერთობლივად განსახორციელებელი სამუშაოები.

შოთა რეხვიაშვილმა, შეხვედრების მიმდინარეობისას მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მარნეულში  ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პროგრამებში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე, რომელიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სახელმწიფო ენის ცოდნისა და განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.