ხანძარი რუსთავის სასაფლაოზე [video]

2019-08-18 00:02:15

ხანძარი რუსთავის სასაფლაოზე [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ცეცხლი ხმელ ბალახებს გაუჩნდა და რამდენიმე საფლავზე გავრცელდა.

"ჩვენ დავინახეთ რომ ცეცხლი საფლავებისკევ ვრცელდებოდა, მე და ჩემი მეგობრები გავიქეცით და დავიწყეთ ჩაქრობა. სავარაუდოდ ვიღაც საფლავებს ალაგებდა, ბალახებისგან გაწმინდა და სადაც გაიტანა იქ წაუკიდა ცეცხლი, შემდეგ კი ქარმა გადმოაგდო ცეცხლწაკიდებული ბალახები და ასე მოედო ირგვლივ", - განაცხადა თვითმხილვემა "ინფო რუსთავთან".

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

ვიდეოს ავტორი: ნოდარ შეროზია