როდის გაიზრდება მგზავრობის ტარიფი

2019-08-18 23:43:17

"ინფო რუსთავისთვის" ცნობილი ხდება თარიღი რომელი რიცხვიდანაც მგზავრებს გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევთ.

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, 6 მარშრუტზე, მგზავრებს 1.8 ₾ გადახდა ორშაბათიდან, 19 აგვისტოდან მოუწევთ.

კომპანია "ინტერტრანსმა" მიკროავტობუსებში გამაფრთხილებელი საინფორმაციო ფურცლები 17 აგვისტოს განათავსა.

შეგახსენებთ რომ ფასის მომატებაზე საუბარი კომპანიასა და ადგილობრივ მთავრობას შორის 1 წელი მიმდინარეობდა.

ფასის გაზრდას წინ უძღოდა საპროტესტო აქციები, მგზავრთ ნაკადის დათვლა და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.

რეკომენდაციები მერიამ შეისწავლა და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა, სადაც ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.

ნახეთ ბმული რომელ მარშრუტზე გაიზარდა მგზავრობის ფასი.