დაკბენილი ადამიანების რიცხვი გაიზარდა

2019-08-14 21:08:19

ივლისის თვეში რუსთავის ცენტრაულს საავადმყოფოში რუსთავიდან და მის მიმდებარე დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბლვის 303 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. 

შემთხვევების უმრავლესობა ძაღლებსა და კატებზე მოდის, თუმცა არის სხვა შინაური და გარეული ცხოველების მიერ დაკბენის ფაქტებიც.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.

RUSTAVI