ვინ მიიღო ყველაზე მაღალი ქულა რუსთავში

2019-08-02 00:26:12

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, კერძოდ ზოგადი უნარების შედეგები ცნობილია.

საქართველოს მასშტაბით, მაქსიმალური 80 ქულა არცერთ აბიტურიენტს არ მიუღია, ხოლო 79 ქულა ორმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

რუსთავის მასშტაბით ზოგადი უნარების გამოცდაზე ყველაზე მაღალი შედეგი - 78 ქულა #24 სკოლის მოსწავლემ საბა ხევიაშვილმა აჩვენა.

76 ქულით, მას მოსდევს #22 სკოლის მოსწავლე გიორგი გვენცაძე.

"შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა მათემატიკა უშეცდომოდ შემეძლო დამეწერა. წინა წლების ყველა ტესტი მაქვს დაწერილი, ჩემი აზრით, სირთულე თანაბარია", - განაცხადა გიორგი გვენცაძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას

"ინფო რუსთავი" რამდენიმე პირს დაუკავშირდა და დაადგინა იმ აბიტურიენტების ვინაობა, ვინც ზოგადი უნარების გამოცდაზე 70 ქულაზე მაღალი აიღო. გთავაზობთ მაღალქულიანი აბიტურიენტების ჩამონათვალს.

საბა ხევიაშვილი - 78 ქულა (#24 სკოლა)

გიორგი გვენცაძე - 76 ქულა (#22 სკოლა)

გიორგი მოსიაშვილი - 75 ქულა (#15 სკოლა)

მარიამ მჭედლიშვილი - 75 ქულა (#4 სკოლა)

მანანა კობიაშვილი - 75 ქულა (#25 სკოლა)

ლუკა ნადარაია - 74 ქულა (შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი)

თაკო ფიფია - 74 ქულა (#18 სკოლა)

დავით ხაჩიძე - 74 ქულა (#24 სკოლა)

თამარ სურმავა - 74 ქულა (#24 სკოლა)

თამთა ქაშაკაშვილი - 72 ქულა (#2 სკოლა)

ლუკა მიგრიაული - 72 ქულა (#2 სკოლა)

ანა თარაშვილი - 72 ქულა (#4 სკოლა)

ანა გელაშვილი - 72 ქულა (#24 სკოლა)

მარიამ ნავროზაშვილი - 72 ქულა (#24 სკოლა)

გიორგი ჭელიძე - 72 ქულა (#21 სკოლა)

ნატალი ბაიდოშვილი - 72 ქულა (#22 სკოლა)

თორნიკე ოვაშვილი - 72 ქულა (#4 სკოლა)

გიორგი თვალაბეიშვილი - 72 ქულა (სკოლა რუსთველი)

დიმიტრი კობახიძე - 71 ქულა (#24 სკოლა)

გიორგი ბერაია - 71 ქულა (სკოლა „მილენიუმი“)

ლიზი ძნელაძე - 71 ქულა (#2 სკოლა)

ანი ჯვარიძე - 71 ქულა(#4 სკოლა)

ლევან წერეთელი - 71 ქულა (#7 სკოლა)

ნიკა მაისაშვილი - 71 ქულა (#2 სკოლა)

სალომე სულხანიშვილი - 71 ქულა (შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი)

ლიზი ლომია - 71 ქულა (#24 სკოლა)

სოფო მახათაძე - 70 ქულა (#4 სკოლა)

ქეთევან ნარინდოშვილი - 70 ქულა (#4 სკოლა)

გუგა ხუციშვილი - 70 ქულა (#24 სკოლა)

გიორგი ილურიძე - 70 ქულა (#26 სკოლა)

აღვნიშნავთ, რომ ჩამონათვალი სრულყოფილი არ არის და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მაღალქულიანი აბიტურიენტი მოცემულ სიაში ვერ მოხვდა, შეგიძლიათ "ინფო რუსთავის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოგვიგზავნოთ, ან დაწეროთ კომენტარებში (ქულის ამსახველი სქრინი აუცილებელია).

განათლების სამინისტროს ინფორმაციით ზოგადი უნარების გამოცდაში, საქართველოს მასშტაბით, აბიტურიენტების 12,9%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.


RUSTAVI