ენერგო-პრო ჯორჯიას ქვესადგურში, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ემსახურება ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი ქვესადგურის ტერიტორიაზე არსებულ ხმელ ბალახს წაეკიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.
ცეცხლის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.