შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

რუსთავს HOLLYWOOD-ის მსახიობები ეწვივნენ

2019-07-12 00:51:36

რუსთავს HOLLYWOOD-ის მსახიობები ეწვივნენ. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ისინი ქალაქში მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებენ.

რუსთაველების ნაწილმა ცენტრალურ პარკში, სააკაძისა და რუსთაველის ქუჩებზე, ასევე კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე გადაღებების პროცესი უკვე შენიშნა. 

რუსთავში ამერიკელი მსახიობები, ბრედ ჯონსონი და ალან გროვესი იმყოფებიან.

ამერიკელი მსახიობი ბრედ ჯონსონი პოპულარული სტივენ სპილბერგის ფილმში "Always" შესრულებული როლით გახდა. ალან გროვესი არის როგორც სატელევიზიო, ასევე მსახიობი რომელიც გახმოვანების სპეციალისტია. უთამაშია ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "Hellespont", "Biohazard 5" და "Maze".

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფილმში ეპიზოდურ როლებს რუსთაველებიც თამაშებენ.

მოკლემეტრაჟიანი კინოსთვის გადაღებები მოეწყო თბილისშიც.

შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI