ვლადიმირ ზელენსკის ახალი გადაწყვეტილება

2019-07-09 22:49:05

უკრაინაში, 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმს აღარ ჩაატარებენ, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმი ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მიმართვა ჩაწერა და გაავრცელა.

"მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი გადაწყვეტილება რომელიც 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. ვიცით რომ ამ დღეს ავღნიშნავთ სამხედრო აღლუმით, პომპეზურად და ეს ყველაფერი არ ჯდება იაფი. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ეს აღლუმი აღარ ჩატარდეს და მარშისთვის გამოყოფილი თანხა დაურიგდეს ჩვენ გმირებს. ამიტომ ჩვენ გამოვყავით 300 მილიონი გრივნა პრემიებისთვის. პრემია შეხვდება აბსოლუტურად ყველა სამხედრო მოსამსახურეს განურჩევლანდ რანგისა და ჩინისა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ.

RUSTAVI