ახალი სასტუმრო რუსთავში [photo]

2019-07-10 00:03:34

რუსთავში XII მიკრორაიონში ახალი სასტუმრო აშენდება.

როგორც "ინფო რუსთავს" პროექტის ავტორმა განუცხადა კომპლექსში კინოთეატრი, ყინულის მოედანი, საცეკვაო დარბაზი, რესტორანი და კომერციული ფართები განთავსდება. ასევე მოეწყობა მწვანე სივრცეები.

მთავარი შენობა, რომელიც სასტუმროს ფუნქციას შეითავსებს, 8 სართულიანი იქნება.

კომპლექსი ძირითადად 2 ობიექტისგან შედგება და ორივე შუშის ვიტრაჟიანია, ტერიტორია გარშემო კონსტრუქციით შემოისაზღვრება.

სასტუმროს აშენება იმ ტერიტორიაზე იგეგმება სადაც ახლა ცეკვის სტუდისთვის განკუთვნილი შენობაა.

კომპლექსის არქიტექტურა ორიგინალური და განსხვავებულია. ნახეთ ფოტოები.


RUSTAVI