"გაფერადებული რუსთავი" [photo]

2019-06-16 00:47:01

"ინფო რუსთავის" კვირის ფოტორეპოტაჟი - "გაფერადებული რუსთავი"

ბოლო რამდენიმე თვეში, რუსთავში, ძველი შენობების ფასადები მოიხატა, კულტურისა და დასვენების პარკში კი რამდენიმე ხმელი ხე, სხვადასხვა კომპოზიციით გაფორმდა.

შენობების ფასადები რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრსა და ქუჩის ხელოვნების მოძრაობა “ნიკო“-ს პროექტის „გამო-ხატე“-ს ფარგლებში მოიხატა. ხმელი ხეები კი - ვალერი ჯიქიას, პროექტისთვის შექმნილი ესკიზების მიხედვით, სამმა მოქანდაკემ გააფორმა.

"ინფო რუსთავი" წარმოგიდგენთ ფოტორეპორტაჟს ქუჩის ხელოვნებაზე.