რუსთაველი მოდელის წარმატება [photo]

2019-06-12 00:10:27

მარიამი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ ის უკვე წარმატებული მოდელია.

13 წლის იყო, როდესაც Ic Model Managment-ის მენეჯერმა აღმომაჩინა და ქასთინგზე მისვლა სთხოვა, ქასთინგი რუსთავში ტარდებოდა. მართალია კონკურსში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა დედის თხოვნა გაითვალისწინა და წავიდა. ქასთინგზე მარიამს ია კიწმარიშვილი დახვდა, რომელმაც ის სააგენტოში კონტრაქტის გასაფორმებლად დაიბარა.

ეტაპობრივად გადაღებებში და ჩვენებებში მონაწილეობა დაიწყო, რამაც ეს სფერო უფრო შეაყვარა. გაიცნო ცნობილი დიზაინერები და ფოტოგრაფები, მალევე Mercedes-Benz Fashion Week-ზე გამოვიდა რამდენიმე წამყვან დიზაინერთან, რაც მისთვის პირველი დიდი მიღწევა გახლდათ.

მომდევნო ეტაპი ფლორენციაში წასვლა იყო, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო. ამასობაში მისი ფოტოები სააგენტომ ევროპაში გაგზავნა, მალევე მოწვევა მოუვიდა მილანიდან და კონტრაქტით გაემგზავრა. როგორც მარიამი "ინფო რუსთავთან" საუბარში იხსენებს, "მოდის ქალაქში" ძალიან დიდი კონკურენცია დახვდა, მილანში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მის მსგავსად ძალიან ბევრი მოდელი იყო ჩასული.

საქართველოში რომ დაბრუნდა, საგენტოში შესთავაზეს საერთაშორისო კონკურსზე, Elite Model Look-ზე გასვლა, სადაც ფინალში მოხვდა, ფინალს კი გამარჯვება მოჰყვა. ამის შემდეგ ჯერი მსოფლიო ფინალზე დადგა. რა თქმა უნდა, ეს მისთვის ძალიან დიდი პაუხისმგებლობა იყო, რადგან მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარადგენდა. ფინალი კანარის კუნძულებზე ჩატარდა, სადაც თითქმის ყველა ქვეყნიდან იყვნენ მოდელები წარდგენილი. როგორც მარიამი იხსენებს, ეს პერიოდი მისთვის მრავალფეროვანი იყო, რადგან გაიცანო სხვადასხვა ეროვნების ხალხი, მათი კულტურა, მუშაობდა მსოფლიო დონის პროფესიონალებთან.

მარიამი ამჯერად კარიერას საქართველოში აგრძელებს და მაქსიმუმს აკეთებს პროფესიული განვითარებისთვის. თანამშრომლობს საქართველოს ისეთ წამყვან დიზაინერებთან, როგორებიცაა ANOUKI, GEORGE KEBURIA, LALO, LADO BOKUCHAVA, ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI, MACH&MACH  და სხვა.

ცოტა ხნის წინ მოწვევა მიიღო ტაილანდიდან და ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ აზიის ბაზარზეც ცდის ბედს.

სამომავლოდ უცხოეთში აპირებს წასვლას და თავისი შესაძლებლობების გამოყენებას.

RUSTAVI