დაკავებულებიდან 3 ქართველია [video]

2019-05-29 10:46:04

ესპანეთის ქალაქ მალაგაში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავა. დაკავებულებიდან 3 ქართველია. [ვიდეო/video]

ესპანური მედიის ცნობით ეჭვმიტანილებზე თვალთვალი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. პოლიციამ გაშიფრა სათვალთვალო კამერები და დაადგინა იმ პირთა ვინაობა რომლებიც სისტემატიურად ჩადიოდნენ დანაშაულს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ერთნაირი ხელწერა ჰქონდათ, ისინი გასაქურდად ძირითადად ისეთ ობიექტებს არჩევდნენ რომლის შენობასაც შუშის კარი ან ღია აივანი ჰქონდა.

დამნაშავეები ღამის საათებში მოქმედებდნენ და მათი სამიზნე ობიექტი კერძო სახლები, ტანსაცმლის მაღაზიები, აფთიაქები, რესტორნები და კაფეები იყო.

დაკავებულების ბინების ჩხრეკისას პოლიციამ მოპარული ნივთები ამოიღო.


RUSTAVI