რაშიც სხვაგან ფულს იხდით ჩვენთან უფასოა

2019-03-09 22:21:57

რუსთავის ტექ-ინსპექტირების ცენტრი "TEX-100" მდებარეობს ქ. რუსთავის შემოსასვლელში, შსს მომსახურების სააგენტოს (მართვის მოწმობების გაცემა, ავტომობილების განბაჟება/გაფორმება) გვერდით. ცენტრი უდიდესია საქართველოში და შეუძლია ყველა პროფილური სერვისის შეთავაზება ავტომფლობელთათვის. ®

პროფილთა ჩამონათვალში შედის როგორც ყველა ტიპის ავტომობილის ტექ-დათვალიერება უმაღლესი ხარისხის გერმანული Bosch-ის აპარატურით, ასევე კვალიფიციური ექსპერტის მომსახურება, რომელიც დაგეხმარებათ ავტომობილის ძრავის, ძარის შეუსაბამობის, საჭის მდებარეობის, ავტომობილის კლასის, ჰიბრიდულობის და წონის დადგენაში.

დამატებითი უფასო სერვისები

TEX-100 საკუთარ კლიენტებს სთავაზობს არა მხოლოდ სტანდარტულ სავალდებულო ტექ-დათვალიერების პროცესის შესრულებას, არამედ თითოეულ კლიენტს სურვილისამებრ შეეძლება აირჩიოს ჩამოთვლილი სერვისებიდან მისთვის საინტერესო (ან ყველა მათგანი) და ჩვენი ინსპექტორები სრულიად უფასოდ დაგიდგენენ:

•    აკუმულატორის მდგომარეობას და დარჩენილ რესურსს
•    სამუხრუჭე სითხის მდგომარეობას და დარჩენილ რესურსს
•    ძრავის გაგრილების სისტემის სითხის (ანტიფრიზის) მდგომარეობას და ტემპერატურულ მინიმუმს
•    ძრავის ზეთის მდგომარეობას და დარჩენილ რესურსს

თითოეული პროცედურა ჩვეულებრივ სხვაგან ფასიანია, მაგრამ არა ჩვენთან დ არა ჩვენი კლიენტებისთვის - ჩამოთვლილ სერვისებს ჩვენი კლიენტები მიიღებენ სრულიად უფასოდ რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა, დახარვეზდება ავტომობილი თუ არა.

ასევე ჩვენი ინსპექტორები მზად არიან, რომ  თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში ტექ-დათვალერებამდე დაათვალიერონ თქვენი ავტომობილი და ამომწურავი პასუხი გასცენ თქვენს ყველა შეკითხვას ტექ-დათვალიერებასთან და თქვენს ავტომობილთან დაკავშირებით.

ტექ-დათვალიერების ცენტრი "TEX-100" ღიაა მთელი წლის განმავლობაში ყოველდღე, სახელმწიფო დასვენების დღეების ჩათვლით. გამომდინარე ცენტრის მაღალი წარმადობიდან, ლოდინის დრო მინიმალურია პიკის საათებშიც.

ვიზიტისთვის შესაძლებელია ონლაინ დაჯავშნა ვებ - გვერდიდან pti.ge ასევე სატელეფონო ჯავშანი ტელ: 14-84.    

სამუშაო საათებია: ორშაბათი - პარასკევი 9:30 - 18:30 შაბათი-კვირა, სხვა დასვენების დღეები 9:30 - 16:00