6-თვიანი მოხალისეობრივი პროექტი

2024-06-04 17:47:08

ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe"-ის პარტნიორი ორგანიზაცია სლოვაკეთიდან მოხალისეობრივ პროექტზე განცხადების მიღებას იწყებს. პროექტი 2024 წლის აგვისტოში/სექტემბერში დაიწყება და 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

პროექტის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.

პროექტზე განაცხადის შესატანად გააგზავნეთ ინგლისურენოვანი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: georgianyouth@gmail.com

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 17 ივნისია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მითითებული ბმული ან ეწვიეთ მითითებულ Facebook გვერდს.