12-თვიანი გაცვლით პროგრამა საზღვარგარეთ

2024-05-11 17:39:55

GYE-ის პარტნიორი ორგანიზაცია პოლონეთიდან მოხალისეობრივ პროექტებზე განცხადების მიღებას იწყებს. პროექტები 2024 წლის სექტემბერში დაიწყება და 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მოხალისეები საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სოციალურ ორგანიზაციებსა და ბიბლიოთეკებში იმუშავებენ.

მონაწილეობისთვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მოხალისე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

პროექტის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ჯიბის ფულის ხარჯები.

პროექტზე განაცხადის შესატანად გააგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: georgianyouth@gmail.com და შეავსეთ მითითებული სააპლიკაციო ფორმა.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 13 მაისია.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს ან Facebook  გვერდს.