ელიზაბეთ რუდი ამერიკულ კუთხეს ეწვია
2018-06-13 16:44:30

რუსთავის ამერიკული კუთხე ათი წლისაა.

რუსთავის ამერიკულ კუთხეს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ეწვია. საპატიო სტუმარი ამერიკული კუთხის თანამშრომლებმა მიიღეს. შეხვედრაზე რუდს კოორდინატორება ამერიკული კუთხის პროგრამები და რესურსები გააცნეს. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის შესაძლებლობა ახალგაზრდებსაც მიეცათ.

რუსთავის ამერიკული კუთხის, 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები ასევე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი გიორგი ბეგაძე, რუსთავის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები.

"საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არიან მჭიდრო პარტნიორები და ჩვენ ვართ მეგობრები. ამერიკული კუთხე კი სიმბოლოა ამის. მე მინდა მადლობა გადავუხადო რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკას მასპინძლობისთვის და პარტნიორობისთვის"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა

"ამერიკული კუთხე უკვე ათი წელია რუსთავში ქმნის შესაძლებლობებს, ყველა თაობის ადამიანებისთვის. აქ ყველა რუსთაველს შეუძლია იპოვნოს მისთვის საინტერესო ადგილი და თემა"- განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ქავთარაძემ