ფინკა ბანკის ახალი საკრედიტო პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია

2019-05-14 15:20:44

ფინკა ბანკის ახალი საკრედიტო პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია.

ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას დამომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს. ეს არის სესხი მათთვის, ვისაც აქვთ სტაბილურიშემოსავლები, თუმცა უჭირთ ამის დოკუმენტურად დადასტურება.

როგორც ირაკლი აბაშიძე, ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ამბობს,ახალი  საკრედიტო პროდუქტების მიზანია როგორც არსებული, ისე ახალიმომხმარებლებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომის გაზრდა. „ჩვენგავაფართოვეთ  ჩვენი  საკრედიტო პროდუქტების ჩამონათვალი, რომ სხვადასხვასამიზნე ჯგუფებს შევთავაზოთ მათზე მორგებული პროდუქტები მათზე მორგებულიპირობებით და გადახდის  გრაფიკით. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, მათ აქვთ შემოსავალი, მაგრამ იმიტომ რომ ვერ ახდენენ მის დადასტურებასდოკუმენტურად, ვერ იღებენ სესხს  და უწევთ სხვა, ბევრად ძვირიანი ფინანსებისმოძიება. სწორედ მათთვის  –  ძიძებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, რეპეტიტორებისთვის, ხელოსნებისთვის, მომსახურების  სფეროში დასაქმებულიპირებისთვის, შევქმენით ჩვენი ახალი პროდუქტი“ – ამბობს ირაკლი აბაშიძე.

ფინკა ბანკში ასევე, ხელმისაწვდომია ახალი პროდუქტი – საკრედიტოლიმიტი. საკრედიტო ლიმიტი არის წინასწარ დამტკიცებული თანხა, რომლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზნობრიობით გამოყენება არის შესაძლებელი. ფინკაბანკის საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის დროს ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული დახარჯულ  თანხაზე, რაც მომხმარებლისათვის ძალიან მოსახერხებელია: ის ყოველ თვე ერთსადაიმავე თანხასიხდის, მიუხედავად ათვისებული თანხისა. საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს შემოსავალი.

ავტომობილის  მფლობელებისთვის ფინკა ბანკი განაგრძობს ავტო სესხის შეთავაზებას. ავტო სესხის აღება  შესაძლებელია 30 წუთში. სესხის აღების დროს ავტომობილის შეფასება ხდება რეალური ღირებულების შესაბამისად, ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის, რაც  საერთო ჯამში ამცირებს პროდუქტის ფასს დასაინტერესოს ხდის მას მომხმარებლისათვის.

ფინკა ბანკში ამჟამად მიმდინარეობს აგრო სესხების აქციაც, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს. დეტალური ინფორმაცია ფინკა ბანკის სესხების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერზე www.FINCA.ge