იქირავე მანქანა, ავტობუსი და ვერტმფრენიც კი
2018-11-29 20:07:01

პირველად ბიზნეს კლასის მანქანების გაქირავების სერვისი საქართველოში.

საქართველოში პირველი მაღალი კლასის მანქანების გაქირავების სერვისი შეიქმნა. Bene Exclusive შეიქმნა 2018 წელს და მომხმარებელს სთავაზობს მაღალი კლასის ავტომებილების გაქირავების სერვისს. "ბენე ჯგუფი"-ის დამფუძნებელი გიორგი გოგლიძე აღნიშნავს, რომ "ბენე ექსკლუზივი"-ის ავტოპარკი ერთადერთია საქართველოში რომელიც დაკომპლექტებულია უახლესი მოდელების მერსედესის, ტოიოტას და ლექსუსის ავტომობილებით.

ამ კლასის სერვისი საქართველოში ექსკლუზიურია და მთლიანად მორგებულია მომხმარებელზე, მის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. აღსანიშნავია რომ „ბენე ჯგუფი“ მომხმარებელს სთავაზობს ბარგის და მგზავრის დაზღვევის სერვისს.

ავტოპარკი
Mercedes Benz S-Class 450 AMG 2018 - ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული ბიზნეს კლასის ავტომობილი, ამ ავტომობილის ფასი მერყეობს 70,000$ - 120,000$ ფარგლებში.

Mercedes Benz E-Class 250 AMG (2018) - მერსედესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ლამაზი მოდელი. რომლის ფასი მერყეობს 60,000$ - 90,000$ ფარგლებში.

Lexus LX450 Black Edition (2018) – ბიზნეს კლასის ჯიპი, იაპონური ხარისხი და კომფორტი, ამ მოდელის ფასი მერყეობს 120,000$-160,000$
Mercedes Benz InTouro - ბიზნეს კლასის ავტობუსი, ტევადობა 59 ადამიანი. უმაღლესი კლასის ავტობუსი. ფასი მერყეობს 113,000$-143,000$