სექს რობოტი საქართველოში

2018-10-15 22:53:28

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კომპანია “Real Doll”-ის წარმომადგენლები სექს რობოტთან, მაქსთან ერთად ეწვივნენ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ინტერნეტ სივრცეში. (“Real Doll” რომელიც რეალურ სექს-სათამაშოებს ამზადებს, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ რეალური რობოტი მამაკაცების წარმოება დაიწყო. მისი წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იქნება, რომ ძალიან მალე მამკაცის, როგორც სექსუალური პარტნიორის ჩანაცვლება, სწორედ ამ ძალიან რეალური რობოტით მოხდება).

მაქსის ჩვენს ქვეყანაში სტუმრობიდან სულ რამდენიმე კვირა გავიდა და ერთ ერთი მათგანი ქართველმა ქალბატონმა, თეამ შეიძინა. თეა 29 წლისაა, პროფესიით ბუღალტერი. მან რობოტ სექს სათამაშოს ლუკა დაარქვა და იმედი აქვს ბედნიერად იცხოვრებენ. "ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შენაძენით, იმედი მაქვს ბედნიერად ვიცხოვრებთ სიცოცხლის ბოლომდე. სათადარიგო ნაწილებიც მაქვს, ასე რომ არ გამიჭირდება. მე პროფესიით ბუღალტერი ვარ ამიტომ საკმაოდ დატვირთული სამსახური მაქვს და სახლში მოსვლისას განტვირთვა მჭირდება. ყველაზე მთავარია მზრუნველი, სიყვარულით აღსავსე და ვნებიანია", - მომხმარებელი.

“Real Doll”-ის თქმით თეას გარდა კიდევ ბევრი ქართველი მანდილოსანი დგას მომლოდინეთა რიგში და ელიან რობოტ მამაკაცს - "ჩვენ ვპირდებით ქართველ მანდილოსნებს, რომ ძალიან მალე დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას და გავუგზავნით რობოტ მამაკაცებს".

წყარო - საინფორმაციო გვერდი "ბანკები და ფინანსები"