ახალი გასართობი ცენტრი რუსთავში [photo]
2018-10-06 22:16:46

რუსთავში, XIX მიკრო-რაიონში, რუსთავი მოლის კომპლექს ახალი, დიდი გასართობი ცენტრი შეემატა.

შენობის მეხუთე სართული მთლიანად დაიკავა სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილმა ატრაქციონებმა და გასართობმა აპარატებმა.

გასართობ ობიექტს "რეკრეაცია" ჰქვია, ცენტრში განთავსებულია დაბალი ასაკის ბავშვებისთვის, სასრიალო, ბადეებიანი ლაბირინთები, ბურთულებიანი აუზები. ასევე ელექტრო მანქანები, სხვადასხვა გასართობი ვირტუალური აპარატები. "რეკრეაციაში" დასვენება და განტვირთვა შეუძლია უფროსი ასაკის ადამიანებსაც, ფუნქციონირებს ბოულინგი, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, მაგიდის ხოკეი. ცალკე სივრცეებად არის გამოყოფილი ოთახები სადაც რამდენიმე ადამიანს შეუძლია ითამაშოს ჯოკერი, დომინო, ნარდი და სხვა თამაშები.

ფუნქციონირებს კაფე, ცენტრს აქვს ორი შესასვლელი, ფიტნესის მხრიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ ლიფტით.

"რეკრეაცია" მუშაობს დილის 11 საათიდან ღამის 24 საათამდე. ნახეთ ვიდეო.