"გამოვარდნენ ქალი და კაცი საცურაო კოსტუმებით"

2018-09-09 15:51:19

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია სადაც ჩანს რომ ბოდმის მონასტერში ნახევრად შიშველი ქალი და მამაკაცია.

ფაქტის თვითმხილველი ნინო მაჭარაშვილი წერს - "დღეს ვიყავით საოცარი ამბის მომსწრენი. ბოდბის მონასტერში წმინდა წყალთან რიგში დგომის დროს, შემოვარდა შავი ჯიპი რუსული ნომრებით... გამოვარდნენ ქალი და კაცი საცურაო კოსტუმებით (პირდაპირ პლაჟიდან) და შეუერთდნენ მომლოცველებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. შენიშვნა მისცეს, რამაც პირიქით მათი აგრესია გამოიწვია (როგორც სჩვევიათ ხოლმე ოკუპანტებს) და დემონსტრაციულად დატოვეს ტერიორია. აი, რისი გადაღებაც შევძელით".