TOP 5 ქვეყანა

2018-08-25 17:11:42

რომელ ქვეყნებში დადიან ყველაზე ხშირად ქართველები - "ეისითიმ" 2018 წლის ივნისში კვლევა ჩაატარა.

კვლევის მიხედვით ყოველ მესამე ადამიანს (33%) ერთხელ მაინც უმოგზაურია საზღვარგარეთ. 27%-ს პირადი მიზნით, ხოლო 11%-ი სამსახურეობრივი ვიზიტით ყოფილა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული ქვეყანები თურქეთი (47%), რუსეთი (36%), გერმანია (34%), აზერბაიჯანი (23%) და საფრანგეთია (21%) აღმოჩნდა.

თურქეთში მოგზაურობა განსაკუთრებით პუპულარულია 24 წლამდე ადამიანებში, რუსეთში მოგზაურობის გამოცდილება უფროსი ასაკის (55+) საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, საშუალო ასაკის მოქალაქეები (25-34) კი გერმანიას ირჩევენ.

წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა ევროკავშრის ქვეყნების მიმართ ინტერესი, რაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით არის განპირობებული.

მოქალაქეების უმრავლესობა მოგზაურობისათვის საჭირო ბიუჯეტს მთელი წლის განმავლობაში აგროვებს, ხოლო მათი უმეტესობა, ვინც სამოგზაუროდ წასვლას ვერ ახერხებს, სწორედ უფულობას ასახელებს მთავარ მიზეზად.

კვლევის შედეგების თანახმად, ქალები ძირითადად ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობენ, კაცები კი მეგობრებთან ერთად. ამასთან, კაცები, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც უფრო მეტ თანხას ხარჯავენ საზღვარგარეთ ყოფნისას ვიდრე ქალები.

ეისითის ცნობით, კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი-პირისპირ ინტერვიუ.