რა შეიძლება წაიღოთ ხელბარგით?

2022-07-21 12:05:36

რა შეიძლება წაიღოთ ხელბარგით?

მოგზაურობა პირადი ნივთების გარეშე, ზოგჯერ რთულია. თუმცა, ავიაკომპანიებს ნათლად აქვთ განსაზღვრული იმ ნივთების სია, რისი ატანა შეგიძლიათ ბორტზე, თქვენი და თქვენი თანამგზავრების უსაფრთხოებისთვის.
სანამ ჩანთას ჩაალაგებთ, უნდა იცოდეთ, რა ნივთების წაღებაა შესაძლებელი, რომ აეროპორტში უსიამოვნო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.

· აალებადი სითხეები, გელები და აეროზოლები
თითქმის ყველა სითხე, როგორიცაა: სასმელები, კონტაქტური ლინზების ხსნარი, შამპუნი, მაკიაჟის პროდუქტები, თხევადი წამალი, ფრჩხილის ლაქი, სუნამო, სახის ტონერი, თმის გელი, კბილის პასტა, ხელის სადეზინფექციო საშუალება, მშრალი შამპუნი ან დეზოდორანტი ნებადართულია თქვენს ხელბარგში. თუმცა, ყველა თხევადი, გელის ან აეროზოლის ნივთი, რომელსაც თქვენ ატარებთ, მათ შორის საკვები და სასმელი, უნდა იყოს 100 მილიგრამი ან უფრო მცირე ზომის კონტეინერში და მოათავსოთ ერთად ერთ, გამჭვირვალე, ელვაშეკრულ პლასტიკურ ჩანთაში.

· მცირე ხელსაწყოები
თქვენ შეგიძლიათ წაიღოთ ისეთი ხელსაწყოები, როგორიცაა ქლიბი და მაკრატელი, თუმცა მათი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 სმ-ს.

· საკვები
ბორტზე საკვების ატანა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში თუ ის მყარ მდგომარეობაშია და კარგადაა შეფუთული. თუ მგზავრობთ პატარა ბავშვთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ თან წაიღოთ მისთვის განკუთვნილი საკვების გონივრული რაოდენობა ხელბარგით, როგორიცაა: რძე, წვენი და სხვ.

· ელექტრონიკა
მცირე, პორტატული ელექტრონული ნივთები, როგორიცაა მობილური ტელეფონები და პლანშეტური მოწყობილობები, ლეპტოპები, სრული ზომის ვიდეო თამაშების კონსოლები, DVD ფლეერები, საკითხავად გამოყოფილი სპეციალური მოწყობილობები და ფოტოაპარატები შეგიძლიათ აიტანოთ თვითმფრინავის ბორტზე.

· ელექტრონული სიგარეტები და სანთებელა
ორივე მათგანის ატანა თვითმფრინავში მხოლოდ ხელბარგით შეგიძლიათ ან იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯიბეში შეინახავთ. ხოლო სითხე, რომელიც საჭიროა ელექტრონული სიგარეტისათვის უნდა იყოს კარგად შეფუთული და არ უნდა აღემატებოდეს 100 მილიგრამს.

· ერთჯერადი და ელექტრო საპარსი
როგორც ერთჯერადი, ასევე ელექტრო საპარსები შეგიძლიათ მოათავსოთ ხელბარგში ან შემოწმებულ ბარგში. ასევე თმის საშრობი და თმის უთო.

· ძვირადღირებული ნივთები
სამკაულები, ვალუტა და სხვა ძვირფასი ნივთები ყოველთვის უნდა ატაროთ თან, იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ უსაფრთხოების წესებს.

· საჩუქრები
შეფუთული საჩუქრების ტარება ნებადართული გაქვთ ბორტზე, იმ პირობით, რომ შიგთავსი აკმაყოფილებს უსაფრთხოების წესებს. მაგრამ იმის გამო, რომ უსაფრთხოების დამკვირვებლებმა უნდა შეგიმოწმონ ისინი, მიზანშეწონილია დატოვოთ საჩუქრები შეუფუთავი სანამ არ მიაღწევთ დანიშნულების ადგილს.

თუ მოგზაურობისთვის ემზადებით, მას შემდეგ, რაც ავიაბილეთებს შეიძენთ, კარგად გადაამოწმეთ, რისი წაღება შეგიძლიათ ხელბარგით, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე სახის უსიამოვნება აეროპორტში. 

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები ოდნავ განსხვავდება ქვეყნებისა და აეროპორტების მიხედვით, ამიტომ, ფრენამდე გადაამოწმეთ ავიაკომპანიასთან.

დაჯავშნე ავიბილეთები მარტივად აქ: Aviabiletebi.ge