"Black Motors" - ახალი სერვისი [photo]

2020-10-10 17:28:52

ფიქრობთ ვის ანდოთ თქვენი ავტომობილი რუსთავში? პასუხი მარტივია, ავტომობილი უნდა ანდოთ მხოლოდ და მხოლოდ "Black Motors"-ს, რომელიც გთავაზობთ ერთ სივრცეში რამდენიმე, სხვადასხვა სახის მომსახურებას. ®

უახლესი ტექნოლოგიები, მისაღები ფასები, მაღალი ხარისხი, მრავალფეროვანი და განსხვავებული სერვისი - სწორედ ესაა ის მცირედი ჩამონათვალი, რაც ავტოსერვის "Black Motors"-ს გამოარჩევს სხვა კონკურენტებისგან.

და მაინც, რას გვთავაზობს ეს კომპანია?

ავტომობილების რეცხვას პრემიუმ ხარისხის აპარატურით (წყალი, რომლითაც ირეცხება ავტომობილი, გერმანული წყლის ფილტრაციის ტექნოლოგიით მუშავდება), ავტომობილების ქიმწმენდას, სამუხრუჭე დისკების მოხეხვას, ძრავების აწყობას, სავალი ნაწილების შეკეთებას, სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის აწყობას. გარდა ამისა, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, "Black Motors"-ში დაგხვდებათ კომფორტული სივრცე, სადაც შეგიძლიათ მოიცადოთ და მიირთვათ გემრიელი ყავა მანამ, სანამ თქვენი ავტომობილი პროფესიონალთა გუნდის ხელში იქნება.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიაში მოქმედებს აქცია. ავტომობილს "Black Motors"-ში შეგიძლიათ 3-ჯერ ნაკლებ ფასად ჩაუტაროთ ქიმწმენდა. აქცია ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება. თუ ფიქრობთ, რომ კომპანიას შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი ავტომობილი ანდოთ, ცდებით. როცა ხაზს ვუსვამთ სერვისის მრავალფეროვნებას, ვგულისხმობთ იმას, რომ "Black Motors" მომხმარებელს ადგილზე მისვლით სთავაზობს სახლის რბილი და ოფისის ავეჯის ქიმწმენდას. სერვისის მიღებისთვის უნდა დარეკოთ ნომერზე - 599 866599.

"Black Motors" მდებარეობს ცურტაველის ქუჩაზე, რესტორან "სამეფოს" გვერდით. ობიექტი კვირის დღეებში 09 საათიდან 22 საათამდე, შაბათ-კვირას კი 08 საათიდან 23 საათამდე მუშაობს.

ბმულზე გადასვლით ეწვევით კომპანიის ოფიციალურ გვერდს სოციალურ ქსელში.

RUSTAVI