რა უნდა იცოდე, თუ გველს დაინახავ

2020-08-01 13:17:40

რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ გველს დაინახავს? – ამ საკითხთან დაკავშირებით  ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი, დავით ბუიშვილი საუბრობს.

"როცა ადამიანი გველს დაინახავს, პირველი, რაც უნდა გააკეთოს – არ უნდა დაიბნეს, არ უნდა შეეშინდეს. თუ შეეშინდება, ყველაფერი დაკარგულია. თუ გველი დაინახა ადამიანმა, მას გვერდი უნდა აუქციოს და სამაშველო სამსახური გამოიძახოს. თუ ადამიანი გამოუცდელია და ქვეწარმავლის დაჭერას ცდილობს, ამ დროს გველი თავს იცავს და იკბინება. სხვა შემთხვევებიცაა, შესაძლოა, ადამიანი მიდის და ვერ ხედავს გველს, გველი შიშინებს. შეიძლება, ვერ დააფიქსიროს ეს ადამიანმა და ახლოს გაუაროს, ამ დროს კი შემთხვევით გველმა უკბინოს. გველი თავის ტერიტორიას იცავს.

გველის მიერ დაკბენის შემთხვევაში ერთადერთი სწორი ქმედება რაცაა – არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში და მიიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე. ამ დროს შხამს სისხლის მოწამლვა გაუჭირდება. დანარჩენი კი – სტაციონარში“, – განაცხადა ჰერპეტოლოგმა.

მანვე განმარტა, როგორ უნდა მივხვდეთ, ნაკბენი შხამიანი გველისაა, თუ არა.

„შხამიანი გველის ნაკბენის შემთხვევაში ორი ნაკბილარია, ორი წერტილი აღინიშნება კანზე. როცა გველი კბენს ადამიანს, ბევრი სისხლის არ იქცევა, როცა ეშვებს ამოაძრობს, ნაკბენი ადგილი იკვრება და გალურჯებას იწყებს. ხშირად ისეც ხდება, რომ ერთი ნაკბილარია და ექიმი ვერ ხვდება. რა ხდება ამ დროს: გველს შეუძლია, ერთი კბილი დაკარგოს ნადირობისას და რჩება ერთი. იმ ერთი კბილითაც როცა კბენს ადამიანს, ისევე იშხამება ორგანიზმი, როგორც – ორი კბილით კბენისას. თუ გველი შხამიანი არაა, ნაკბენის ადგილას მრავალი წვრილი ნაკბილარია”, – განმარტა დავით ბუიშვილმა.

RUSTAVI