რა არის ფობია

2020-05-15 10:31:51

ფობია - არის რისიმე ირაციონალური შიში, რაც შესაძლოა საფრთხეს არც წარმოადგენდეს.

როდესაც ადამიანს აქვს ფობია, ის გრძნობს, გარკვეული ობიექტისა და სიტუაციისადმი ძლიერ შიშს, რამაც შესაძლოა შფოთვა და პანიკური შეტევები გამოიწვიოს.

ყველაზე მეტად გავრცელებული ფობიები:

აკროფობია, ალტოფობია - სიმაღლის შიში, აეროფობია - ფრენის შიში, კლაუსტროფობია - ჩაკეტილი ან ხალხმრავალი სივრცეების შიში, ჰემოფობია - სისხლის შიში, ჰიდროფობია - წყლის შიში, ზოოფობია - ცხოველების შიში.

ფობიების უამრავი სახეობა არსებობს. თუმცა მათგან რამდენიმე, სპეციფიური, უცნაური და სახალისოც კია. წარმოგიდგენთ 20 ასეთ ფობიას:

პენტერაფობია - სიდედრის შიში

მაგეიროკოფობია - საჭმლის მომზადების შიში

ალექტოროფობია - ქათმების შიში

ონომატოფობია - სახელების შიში

პოგონოფობია - წვერების შიში

ნეფოფობია - ღრუბლების შიში

კრიოფობია - ყინულის ან სიცივის შიში

ქსანტოფობია - ყვითელი ფერის შიში

გრავიდოფობია - ორსული ქალების შიში

კუმპუნოფობია - ღილების შიში

ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია - გრძელი სიტყვების შიში

დენდროფობია - ხეების შიში

კიბერფობია - კომპიუტერების შიში

კლიმაკოფობია - კიბეებზე ასვლის შიში

ფობოფობია - ფობიების შიში

ანდროფობია - შიში მამაკაცების მიმართ

ბიბლიოფობია - წიგნების შიში

სელენოფობია - მთვარის შიში

ვიკაფობია - ჯადოქრების შიში

ურანოფობია - სამოთხეში ვერ მოხვედრის შიში

პლუტოფობია - სიმდიდრის შიში

RUSTAVI