რას ნიშნავს აგრესიული ტესტირება

2020-03-23 17:59:58

მესამე თვეა, რაც მსოფლიოს ახალ, უხილავ და უცნობ მტერს ებრძვის. კორონავირუსს, COVID19, რომელიც მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, 16 098 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა.

ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ საქართველოს მთავრობა მოსახლეობის აგრესიულ ტესტირებას გეგმავს, საინტერესოა რას ნიშნავს აგრესიული ტესტირება და რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია მას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოცვას და ზუსტ ცოდნას, თუ რომელ ჯგუფში არის გავრცელებული კორონავირუსი. მისი თქმით, აგრესიული ტესტირების საშუალებით შესაძლებელია, ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.

რა დადებითი შედეგი მოიტანა მასობრივა ტესტირება გერმანიისა და სამხრეთ კორეის მაგალითზე.

ევროპაში ვირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე გერმანიაში კორონავირუსის 27 558 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა იტალიისგან, სადაც 63 928 ინფიცირებულია და 4790 გარდაცვლილი, და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ფატალური შემთვევების რაოდენობა შესამჩნევად მცირეა.

გერმანიაში 27 558 ინფიცირებულიდან გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 0.4%, როცა იტალიაში გარაცვალების მაჩვენებელი 8%.

გერმანელი ვირუსოლოგის კრისტიან დროსტენის თქმით, გერმანიის ასეთი დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში ჩატარებული მასობრივი ტესტირების დამსახურებაა.

გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში ტესტირებები ჯერ კიდევ იანვარში დაიწყეს, ბევრად ადრე ვიდრე სხვა ქვეყნებმა. იმ შემთხვევაში თუკი ადამიანს კორონავირუსის სიმტომები დაეწყება მას სწრაფად ტესტირებას უტარებენ.

მასობრივი ტესტირების წარმატების მაგალითია სამხრეთ კორეაც.

კორეაში ვირუსის გავრცელების დღიდან მოსახლობის მასობრივი შემოწმება დაიწყო. დღეში 12-დან 15 ათასამდე ადამიანს ამოწმებდნენ. მათ მობილურ ტელეფონზე მისდიოდათ მონაცემები, რომელ ქუჩაზე დაფიქსირდა ვირუსის ახალი შემთხვევა, რათა იმ ქუჩაზე აღარ გაევლოთ.

მთავრობამ ასევე შექმნა აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც აკონტროლებდნენ იზოლაციაში მყოფ ადამიანებს. აფიქსირებდნენ შემთხვევებს, თუ ვინმე თვითიზოლაციის წესებს დაარღვევდა.

გერმანიისა და სამხრეთ კორეის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ სწრაფი და მასშტაბური ტესტირება ხელს უწყობს ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და შემთხვევების შემცირებას.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI