ევროპული უბანი რუსთავში [photo]

2020-02-23 18:11:40

სამშენებლო კომპანია "ინ თაუნი" ახალი ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

ახალი პროექტი, რომელიც მელიქიშვილის ქუჩაზე განხორციელდება ითვალისწინებს თანამედროვე დიზაინის, დუპლექსის ტიპის ინდივიდუალური სახლების მშენებლობას საკუთარი ეზოთი და ღია ვერანდით. პროექტის განხორციელება ევროპული სტანდარტებით, ენერგოეფექტური, დაბალსართულიანი განაშენიანებით მოხდება.

"ეს იქნება პრემიუმ-კლასის ორსართულიანი საცხოვრებელი, სადაც მხოლოდ 7 ბინა იქნება განთავსებული,"- აცხადებენ "ინ თაუნში"

მელიქიშვილის ქუჩაზე, წყნარ და პრესტიჟულ ადგილზე, გაყიდვები უკვე დაწყებულია. ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ფასი 155 000 ლარი.

რაც შეეხება თანხის გადახდის პირობებს: მოქმედებს 18 თვიანი შიდა განვადება, პირველადი შენატანი 30%.

110 მ2 - საცხოვრებელი ფართი.

50 მ2 - ღია ვერანდა.

130 მ2 - ინდივიდუალური ეზო.

მყარი შენობა და განვითარებული ინფრასტრუქტურა ეს არის კომპანია "ინ თაუნი"-ს მთავარი პრიორიტეტი.

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე 599 00 07 01 ან ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს.