Facebook-ი შეფერხებით მუშაობს

2020-01-25 20:56:00

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური ქსელი Facebook-ი შეფერხებით მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.

ფეისბუქზე წვდომა ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში შეფერხებული იყო. მომხმარებლების ნაწილი ამბობს, რომ პირად ანგარიშზე ვერ ანახლებდნენ სიახლებიის ველს, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ ვერ შედიოდა Facebook-ის ანგარიშზე.

ფეისბუქზე ახალი ამბების ზოლის ჩვენება შეზღუდულია საქართველოშიც.

ვებგვერდის Downdetector-ის მიხედვით მომხმარებელთა 70% პრობლემა სიახლეების ზოლის განახლებასთან აქვს, სისტემაში შესვლისა და გამოგდების კი 12-12%.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები