ეფლი iphone 9-ს გამოუშვებს

2020-01-09 13:54:28

ამერიკული კომპანია Apple ბაზარზე ახალ სმარტფონს iPhoneSE2-ს იგივე iPhone9-ს უშვებს. ინფორმაცია ამის შესახებ OnLeaks-მა გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, სმარტფონი გაყიდვაში წლის პირველ ნახევარში გამოვა .

რაც შეეხება ახალი პროდუქტის ვიზუალსა და მონაცემებს, ის განსხვავებული იქნება  iphone 11 სერიისგან და ვიზუალურად  iphone 8-ის მსგავსი იქნება. სმარტფონის ეკრანი 4.7-ინჩიანი იქნება, განსხვავებულია წინა პანელზე არსებული ჩარჩოები, რომელიც iphone 6 გავს. ახალ ტელეფონს ასევე ძველი სტილის თითის ანაბეჭდი სენსორი ექნება.

სმარტფონის ზომები 138.5 x 67.4 x 7.8 მმ იქნება და  A13 Bionic პროცესორზე იმუშავებს, 3 GB ოპერატიულ მეხსერებასთან ერთად.

RUSTAVI