"ჩვენთან უფრო იაფია" - დაიწყო

2019-11-05 23:01:25

ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია - „ჩვენთან უფრო იაფია“ დაიწყო.

2019 წლის 4 ნოემბრიდან ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია დაიწყო. მომხმარებლებს ვთავაზობთ გადმოიტანონ (დააპორტირონ) სესხი და უფრო ნაკლებ საპროცენტო განაკვეთში აიღონ სასურველი თანხა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთის გარდა მომხმარებლებს ვთავაზობთ სესხის გადახდა 2020 წლის თებერვლიდან დაიწყონ. აქცია ყველა სესხზე ვრცელდება, მათ შორის ავტო სესხებზეც.

„ახალი წელი ახლოვდება, სხვადასხვა გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი ხარჯების პერიოდი იწყება, არადა მიმდინარე ფინანსური ვალდებულებები არ გვაძლევს საშუალებას, რომ ბევრი სხვადასხვა საინტერესო საახალწლო შეთავაზება განვიხილოთ. ამ ყველაფერის მოგვარების მარტივ გზას ვთავაზობთ მომხმარებლებს ფინკა ბანკი  - მიმდინარე საფინანსო ვალდებულებების გადაფარვას, უფრო ნაკლებ საპროცენტო განაკვეთს, 3 თვე „სასესხო ვალდებულებებისგან დასვენებას“ - სესხის გადახდა გადავადდება 2020 წლის თებერვლამდე. დიახ, ფინკა ბანკში სესხები უფრო იაფია, ასევე აღსანიშნავია, რომ 40000 ლარამდე სესხის აღებისას თავდები არ მოითხოვება. აღნიშნული პირობები ვრცელდება ყველა სესხებზე, მათ შორის ავტო სესხებზეც“, განაცხადა ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი აბაშიძემ.

ფინკა ბანკის აქცია „ჩვენთან უფრო იაფია“ 4 ნოემბრიდან დაიწყო, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ აქციის პირობებით ფინკა ბანკის 35 ფილიალში.

სესხის განაცხადის ფორმა შეავსეთ აქ , ეწვიეთ ფინკა ბანკის ფილიალებს, ან დაგვიკავშირდით *4949

RUSTAVI