გამარჯვებული ავტორი დაჯილდოვდება

2019-11-05 20:01:40

ველო-სადგომების დიზაინის კონკურსი - ქალაქ რუსთავისთვის!

თუ ხარ კრეატიული, დამწყები ან პროფესიონალი დიზაინერი, თუ გსურს, შენი ნიჭი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს მოახმარო და გახდე კიდევ უფრო ცნობილი, მაშინ მიიღე მონაწილეობა კონკურსში!
ველოსადგომი უნდა იყოს:
- ფუნქციური, ველოდისპედისთვის თავსებადი და შეიძლებოდეს ერთზე მეტი ველოსიპედის დამაგრება;
- კრეატიული და რაიმე ფორმით ეხმიანებოდეს რუსთავს;
- მარტივი დასამზადებლად/ხარჯეფექტიანი.

სად განთავსდება ველოსადგომები?

საწყის ეტაპზე სადგომების განთავსება მოხდება მ. კოსტავას გამზირზე შერჩეულ ექვს ლოკაციაზე. მომდევნო ეტაპზე შესაძლებელია სხვა ლოკაციებზეც განთავსება. თქვენს მიერ შექმნილი დიზაინის გამოყენების უფლება ექნება რუსთავის მერიას.

დიზაინის თემატიკა

მნიშვნელოვანია რომ, ველო-სადგომების დიზაინი, კონტურები და ნებისმიერი სიმბოლიკა დაკავშირებული უნდა იყოს ქალაქ რუსთავთან.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოყვარულ თუ პროფესიონალ დიზაინერს.

ვინ გამოავლენს გამარჯვებულს?
გამარჯვებულს გამოავლენს რუსთავის ველომოყვარულთა კლუბის წევრები ხმის მიცემის პრინციპით.

პრიზი და აღიარება
გამარჯვებული დაჯილოვდება სპეციალური პრიზით! გარდა ამისა, დიზაინის ავტორის სახელი დაწერება უშუალოდ ველოსადგომს.

საპრიზო ფონდი: 300 ლარი

წარდგენა და ბოლო ვადა
კონკურსში მონაწილეობისათვის გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი დიზაინი მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: Nino@orbeliani.net და ketevankhachidze@gmail.com 7 ნოემბრამდე.

ველოსადგომების იდეას ახორციელებს რუსთავის ველომოყვარულთა ჯგუფი "როტარი კლუბის" მხარდაჭერით. ინიციატივის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს პლატფორმას app.orbeliani.net

პროექტი 'რუსთავი - ჩვენი მომავალი" ხორციელდება "ორბელიანი საქართველოს" მიერ რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბთან პარტნიორობით Rustavi Innovation Hub • რუსთავის ინოვაციების ჰაბი, რუსთავის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით!

შექმენი შენი დიზაინი! დატოვე შენი კვალი ქალაქში!

შეცვალე რუსთავი!

RUSTAVI